Posts

Showing posts from May, 2017

მერვე მოდულის რეფლექსია

საპრეზენტაციო  ჩვენება  ჩვენი  პროექტისა  საზოგადოების  წარმომადგენლობის ჩართულობის  შესაძლებლობას  გვაძლევს. ასევე,  მოსწავლეების  მიღწევების  აღნიშვნის  ეფექტური ხერხია  და  შესაბამისად  ,  მათი  სწორად  განვითარების  საშუალება. ამდენად,  მთლიანობაში  ინტელის  კურსი  არის  საუკეთესო  დამხმარე  მასწავლებელთათვის  ,  რათა  უფრო უკეთ  გაითვალისწინონ თანამედროვე  მოთხოვნები,  უფრო  ინტენსიურად  მოიშველიონ  თანამედროვე  ტექნოლოგიები  და  მიღწევები  ,  რათა  თავადაც  კვალიფიკაციურებმა,  სახელმწიფოს  აღუზარდონ  21-ე  საუკუნი  უნარ-ჩვევებით  აღჭურვილი  სრულფასოვანი  მოქალაქენი.

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

მნიშვნელოვანი  მოდულია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. განსაუთრებით  შთამბეჭდავი  იყო , ტექნოლოგიების  დახმარებით  წარმატებულად  როგორ  გავახორციელოთ  პროექტით  სწავლება  ისე,  რომ  თითოეული  მოსწავლისთვის  ოპტიმალური  იყოს, როგორ  მოვიპოვოთ  სასწავლო  რესურსები  სწორად,  როგორ  გავაკეთოთ  ბიბლიოგრაფია.

მეექვსე მოდულის რწფლექსია

ამ  მოდულმა  უფრო  ღრმად  დამაფიქრა,  თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია მოსწავლეთა  საჭიროებების  ამოცნობა,  მათი  გათვალისწინება  და  შესაბამისი  მიდგომების  გამომუშავება. სწორედ  მოსწავლეთა  განსხვავებული  საჭიროებების  გაცნობიერება  და  გათვალისწინება  არის  საწინდარი  მათი  სწორი  განვითარებისა  და  წინსვლისა. მათაც  უნდა  იცოდნენ  თავ-თავიანთი  საჭიროებები  და  შემდგომში მოსწავლე-  მასწავლებელმა  ერთად  იბრძოლონ მომავალი  წარმატებებისთვის.

ჩემი პორტფოლიო

დააჭირეთ  აქ  და  ნახეთ   ჩემი   პორტფოლიო   .

მოსწავლის პრეზენტაცია

ტესტი

იტვირთება...

სავარჯიშო საქაღალდე

დააჭირეთ  აქ და  დაათვალიერეთ  ჩემი პორთფოლიო.

მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში

მეხუთე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა იმაში, რომ უკეთ გამეანალიზებინა სასწავლო პროექტის მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, ანალიტიკური ანალიზის, სინთეზის , შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.ისწავლიან პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობას, კომპიუტერულ პროგრამებს, მე კი მომეცემა შესაძლებლობა, სხვადასხვა კუთხით, ობიექტურად შევაფასო ისინი.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის? ამ მოდულის გავლამ მასწავლა, მეწყვილისთვის გამეზიარებინა სასწავლო პროექტის , პრეზენტაციების და დამედგინა მოსწავლეთა საჭიროებები.შემეფასებინა ინტერნეტრესურსები.გამეუმჯობესებინა სასწავლო პროეწტის გეგმები.დამეგეგმა ინტერნეტთანამშრომლობის გამოყენება.

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ რა არის და როდის წარმოიშვა საავტორო უფლებები, რა შემთხვევაში არ არის დაცული ის , რა ფაქტორები განსაზღვრავს მასალის ლეგიტიმაციას.გავეცანი მითითებებს ლეგიტიმური გამოყენების პრინციპების შენარჩუნებისთვის.გავიაძრე სათანადოდ საავტორო უფლებებით დაცული მასალის სათანადოდ გამოყენება მომავალში.

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.პროექტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს , რომ მოსწავლეები გაიყვანოს მაღალ სააზროვნო უნარებზე, ესნგ-ს იყენებს ის, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს თუ ბლუმის ტაქსონომიას. დამაფიქრა ასევე იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეფასების სწორად გამოყენებას. მართებულად გამოყენებულმა შეფასებებმა უნდა აღმოაჩინოს მოსწავლის საჭიროებები და განვითარებასა და წინსვლაში დაეხმაროს მათ.

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სასწავლო პროცესი თუ რამდენად საინტერესო, ხალისიანი და სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის, ეს მასწავლებლის კომპეტენციაზეა დამოკიდებული. მასწავლებელი თავად უნდა იყოს გაცნობილი თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვასთან დაკავშირებით, რომ შემდგომში ამ თანამედროვე მეთოდებზე ააგოს თითოეული გაკვეთილი. სინამდვილე სხვა მოთხოვნებს უყენებს სასწავლო პროცესს-მოსწავლეები უნდა პასუხობდნენ 21-საუკუნის სტანდარტებსა და უნარ-ჩვევებს.- ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის. ამ მოდულმა შესაძლებლობა მომცა, ღრმად გავცნობოდი პროექტით სწავლების პროექტით სწავლების უპირატესობებს.კარგად გავიაზრე, თუ როგორ ინტერგრირდება პორტფოლიოს თითოეული ნაწილი პროექტის გეგმის შაბლონში. პორტფოლიოს ჩეკლისტში გარკვევა მთელი კურსის განმავლობაში პროცესების შეფასებაში დამეხმარა.

სავარჯიშო პრეზენტაცია