პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სასწავლო პროცესი თუ რამდენად საინტერესო, ხალისიანი და სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის, ეს მასწავლებლის კომპეტენციაზეა დამოკიდებული. მასწავლებელი თავად უნდა იყოს გაცნობილი თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვასთან დაკავშირებით, რომ შემდგომში ამ თანამედროვე მეთოდებზე ააგოს თითოეული გაკვეთილი. სინამდვილე სხვა მოთხოვნებს უყენებს სასწავლო პროცესს-მოსწავლეები უნდა პასუხობდნენ 21-საუკუნის სტანდარტებსა და უნარ-ჩვევებს.- ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის. ამ მოდულმა შესაძლებლობა მომცა, ღრმად გავცნობოდი პროექტით სწავლების პროექტით სწავლების უპირატესობებს.კარგად გავიაზრე, თუ როგორ ინტერგრირდება პორტფოლიოს თითოეული ნაწილი პროექტის გეგმის შაბლონში. პორტფოლიოს ჩეკლისტში გარკვევა მთელი კურსის განმავლობაში პროცესების შეფასებაში დამეხმარა.

Comments

Popular posts from this blog

მერვე მოდულის რეფლექსია